დემურ სტურუას დედის ცემას ნაცვლიშვილის თავისუფლება შეეწირა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატის თქმით, ნაცვლიშვილმა აღიარა ჯოჯუას ცემის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ჩვენების შეცვლას მოითხოვდა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავით ნაცვლიშვილს, რომელსაც დემურ სტურუას დედის, ნონა ჯოჯუას ცემა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გამოძიებით  დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე ნონა ჯოჯუასთან  მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა და შვილის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლა მოსთხოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ნაცვლიშვილმა ფიზიკური ძალა გამოიყენა და ჯოჯუა და მისი მეორე ვაჟი, დავით სტურუა სცემა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნაცვლიშვილი იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან რვა წლამდე  თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

დავით ნაცვლიშვილის ადვოკატი გიორგი დვალიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და აცხადებს, რომ ნაცვლიშვილმა აღიარა ჯოჯუას ცემის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ჩვენების შეცვლას მოითხოვდა.

შეგახსენებთ: 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, ხოლო სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერდა, რომ სამტრედიის რაიონის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე მას დაპატიმრებითა და ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თუკი არ აცნობებდა, სად მოჰყავდათ მარიხუანა.

მას შემდეგ, რაც საქმე გახმაურდა, თევზაძემ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა და მიიმალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ თევზაძემ სტურუა თვითმკვლელობამდე მიიყვანა და დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

ყველა ახალი ამბავი
0