საქართველოში სისხლის სამართლის საქმე ოცზე მეტ პოლიციელზე აღიძრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა, დემურ სტურუას თვითმკვლელობის გახმაურებულ საქმეზე კომენტარისას, წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები პასუხისგებაში მიცემული პოლიციელების დანაშაულის შესახებ.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში სისხლის სამართლის საქმე 24 პოლიციელზე აღიძრა, 137 კი გაათავისუფლეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
დემურ სტურუას დედის ცემას ნაცვლიშვილის თავისუფლება შეეწირა

მინისტრმა ამ სტატისტიკაზე სოფელ დაფნარის 22 წლის მკვიდრის დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე კომენტარისას განაცხადა. სტურუამ თვითმკვლელობის წინ წერილი დატოვა, რომელშიც პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა. მას შემდეგ, რაც საქმე გახმაურდა, რაიონის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და მიიმალა.

„საქმე წარმოებაში აქვს მთავარ პროკურატურას და მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ გავამჟღავნო რაღაც დეტალები და ვისაუბრო მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მე დაველოდები  გამოძიების შედეგებს, დაველოდები სასამართლოს განაჩენს და შესაბამისად, მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ადგილზე  არსებულ მენეჯმენტთან მიმართებაში“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებში 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს, მათგან უმეტესი წესიერი პროფესიონალია და არ შეიძლება ყველა პოლიციელი ერთი ადამიანის მიხედვით განვსაჯოთ, რომელიც შეცდა, აღნიშნა მინისტრმა.

ერთი წლის განმავლობაში, მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში, ცუდი მუშაობისთვის თანამდებობიდან დააქვეითეს 12 სამართალდამცველი, მკაცრი გაფრთხილება მისცეს 604 პოლიციელს, გაფრთხილება — 402-ს, შენიშვნა კი — 731 პოლიციელს.

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდანაა.

ყველა ახალი ამბავი
0