საქართველოს შსს სხვა ქვეყნებს „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლის გამოცდილებას უზიარებს

© FB/ МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს 24 ქვეყნის 58 დელეგატი მონაწილეობს.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ქართველი სამართალდამცველები, ორდღიანი კონფერენცია Millennium–ის ფარგლებში, უცხოელ კოლეგებს „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

კონფერენცია „მილენიუმი“ „დიდი რვიანის“ (G8) ქვეყნების მიერ შემუშავებული, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტია. ღონისძიება, რომელსაც 24 ქვეყნის 58 დელეგატი ესწრება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. კონფერენციის მთავარი თემა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა.

„დღევანდელი სამუშაო ჯგუფის შეკრების მიზანია როგორც ტრანსნაციონალურ, ევრაზიულ, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე, ინსტიტუციონალური და ამასთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება“, – განაცხადა მღებრიშვილმა. 

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკონომიკური დანაშაულებების ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია მოხდება

შს მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით დაძლეული იქნება ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი მსოფლიო და ეს შეხვედრაც საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლის საქმეში თავის წვლილს შეიტანს.

ორგანიზებულ დანაშაულთან და კერძოდ, „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახდა.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შს მინისტრი: დანაშაულთან ბრძოლაში საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობს

2005 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი“. მაშინ ქურდული სამყაროს წევრობა სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯებოდა, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ პატიმრობა ხუთიდან ათ წლამდე ემუქრებოდათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

ერთი წლის წინ კანონმდებლობა გაამკაცრეს. ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯება, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ პატიმრობა შვიდიდან ათ წლამდე ემუქრებათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

 

ყველა ახალი ამბავი
0