თბილისი, 30 აგვისტო— Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რომ ეკონომიკურ დანაშაულში ბრალდებულ პირებს წინასწარი პატომრობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუფარდებათ, განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ეს განცხადება საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. კვირიკაშვილმა მეწარმეებს ბიზნესის სფეროში გამხორციელებული რეფორმებისა და მომავლის გეგმების შესახებ მოუყვა.
„ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებებზე, მათ შორის, კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირებაზე და ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ადრე პრემიერი აცხადებდა, რომ მთავრობამ რეფორმების ახალი ეტაპის განხორციელება დაიწყო, რომლებიც ეკონომიკური განვითარების ღონისძიებებსა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებენ.