მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ისპანახი

გამოწერა
საოცარი შემადგენლობის წყალობით, ისპანახი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ როგორც დიეტური პროდუქტი, არამედ როგორც პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური საშუალება.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. ამჯერად ყურადღება ისპანახზე შევაჩერეთ. 

ისპანახი (ლათ. Spinacia) ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო მწვანილეული ბოსტნეულია.

ევროპულ ენებში ისპანახის სახელი სპარსული დასახელებიდან მოდის, სადაც მოხდა ამ მცენარის გაკულტურება,  ითარგმნება როგორც „მწვანე ხელი“. დიდი აბრეშუმის გზის გავლით ისპანახი ირანიდან ჩინეთში მოხვდა, სადაც VII საუკუნეში „სპარსული ბოსტნეული“ უწოდეს.

CC BY 2.0 / Flickr/ David Pursehouse / Spinach omeletteერბო–კვერცხი ისპანახით
ერბო–კვერცხი ისპანახით - Sputnik საქართველო
ერბო–კვერცხი ისპანახით

პირველი ცნობები ისპანახის მოყვანის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში XI საუკუნის 3 არაბულ თხზულებაში გვხვდება. იასპანახი არაბული სამყაროს ერთობ პოპულარული კულტურა იყო, რომელსაც სპეციალურ ტრაქტატებს უძღვნიდნენ.

XV საუკუნის იტალიაში ისპანახი გაზაფხულის მწვანილეულად განიხილებოდა და დიდი მარხვის დროს შეუცვლელი საკვები იყო. საფრანგეთის სამეფო კარზე ისპანახის „მოდა“ ეკატერინა მედიჩიმ დაამკვიდრა.

ისპანახი ძალიან სასარგებლო ბოსტნეული კულტურაა.

ნივრის ყვავილობა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ნიორი

ისპანახის შემადგენლობა: წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი… ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.

ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე — უჯრედისით. კვლევები მოწმობს, რომ კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი "მუხტავს" მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს. 

ისპანახი ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები. სხვა ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილო შეიცავს მეტ კაროტინს, ვიდრე ეს ისპანახშია, ხოლო რკინის მაღალი შემცველობის წყალობით, ისპანახი ჰემოგლობინს გააქტიურებასა და უჯრედების ჟანგბადით მომარაგებაში ეხმარება; ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმის მიერ ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს.

CC BY 2.0 / Flickr/ Rool Paap / A spinach pancake pieისპანახის ღვეზელი
ისპანახის ღვეზელი - Sputnik საქართველო
ისპანახის ღვეზელი

ასეთი საოცარი შემადგენლობის წყალობით, ისპანახი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ როგორც დიეტური პროდუქტი, არამედ როგორც პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება. ისპანახი კარგია კბილებისა და ღრძილებისთვის, ხელს უშლის ანემიისა და სიმსივნეების განვითარებას, აძლიერებს სისხლძარღვოვან სისტემას, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას და აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას. სიმსივნეებზე ისპანახის მოქმედება იმდენად ეფექტურია, რომ ექიმები მას, სხივური დაავადების დროს, დამატებითი დიეტის სახით ნიშნავენ.

ისპანახი ძალზე სასარგებლოა ორსულებისა და პატარა ბავშვებისთვის, რადგან მასში თითქმის ყველა აუცილებელი ვიტამინი და მრავალი მინერალია; ამ ბოსტნეულს შენაშნავად ითვისებს ორგანიზმი, რადგან მასში არის ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლისა და პანკრეასის მოქმედებას. გამოფიტვის, ნერვულის სისტემის დაავადებების, ანემიის, ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტისა და ენტეროკოლიტის დროს კვებაში აქტიურად რთავენ ისპანახს, როგორც მსუბუქი შარდმდენი, საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედების მქონე დიეტურ პროდუქტს. 

CC BY 2.0 / Flickr/ Naotake Murayama / Roasted Lamb on a bed of Spinach with Dolmaისპანახი ორგანიზმს ხორცის გადამუშავებაში ეხმარება
ისპანახი ორგანიზმს ხორცის გადამუშავებაში ეხმარება - Sputnik საქართველო
ისპანახი ორგანიზმს ხორცის გადამუშავებაში ეხმარება

ისპანახი იცავს დაზიანებისგან ლორწოვან გარსს, აწესრიგებს ნახშირწყლების ცვლას, მონაწილეობს ორგანიზმისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავებაში და ადამიანს ზედმეტი წონის დაკლებაში ეხმარება. ადამიანებს, რომლებიც ხშირად იმყოფებიან სტრესულ ვითარებაში, ისპანახი სიმშვიდესა და შრომისუნარიანობის აღდგენაში ეხმარება.

ისპანახი შეიცავს იოდს, ამიტომ ის დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. მას ორგანიზმი ადვილად ამუშავებს და სწრაფად ითვისებს.

ისპანახში ბევრი უჯრედისი და ქლოროფილია, ამიტომ ის ნაწლავების მუშაობას ასტიმულირებს და ძალზე ეფექტური საშუალებაა შეკრულობის დროს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისპანახი ძალიან კარგად მოქმედებს თვალებზე. მასში შემავალი ნივთიერება ლუთეინი გროვდება თვალის ქსოვილებში, აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას. თუ ადამიანი კვირაში რეგულარულად თუნდაც 350 გრამ ისპანახს იღებს, მხედველობის ასაკობრივი გაუარესება გაცილებით გვიან იჩენს თავს. თუ მხედველობის გაუარესება უკვე დაწყებულია, მაშინ, მის აღსადგენად, ადამიანმა დღე–ღამეში 250 გრამი ისპანახი მაინც უნდა მიიღოს. 

ალოე - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ალოე

ისპანახს იყენებენ როგორც ცოცხლად, ისე მოხარშული სახით, ღვეზელების გულსართად, სალათებში და ა. შ. აუცილელად უნდა აღინიშნოს, რომ ისპანახი ორგანიზმს ხორცის, თევზის და სხვა ცილოვანი საკვების გადამუშავებაში ეხმარება.

რა თქმა უნდა, ცოცხალი ისპანახი ბევრად სასარგებლოა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისპანახი ერთ–ერთი იმ გამონაკლისთაგანია, როდესაც ბოსტნეული მოხარშვის შემდეგ თავის სასარგებლო თვისებებს კარგად ინარჩუნებს.

ისპანახის ახალი წვენი, თუ მას უზმოზე მივიღებთ, წმენდს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და ენერგიის მარაგებს ავსებს, წვენი ასტიმულირებს ბევრი ორგანოსა და სისტემის მუშაობას: კარგად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებსა და ნაწლავებზე, შველის ასთმისა და მშრალი ხველის დროს.

ღრძილების ანთების დროს მას ივლებენ პირში, ნუშისებრი ჯირკვლების ანთებისას – ყელში. ისპანახის წვენი  ორგანიზმზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს. 

თუ ადამიანი არ მოძრაობს, მისთვის საკმარისია კვირაში 1–2 ჭიქა ისპანახის წვენი, ხოლო ვინც ფიზიკურად უფრო დატვირთულია, ის უფრო მეტი რაოდენობით უნდა მიიღოს.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Jena Fuller / ჯობია, გამოიყენოთ ისპანახის ქორფა ფოთოლი
ჯობია, გამოიყენოთ ისპანახის ქორფა ფოთოლი - Sputnik საქართველო
ჯობია, გამოიყენოთ ისპანახის ქორფა ფოთოლი

ბავშვებისა და მოზარდების სიმაღლეში ზრდისა და განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა ისპანახის წვენი ნუშის ზეთთან ერთად (1:1 თანაფარდობით).

ისპანახის ახალი გასრესილი ფოთოლი ამცირებს ანთებით პროცესსა და შეშუპებას, ეფექტურია სხვადასხვა მწერის, განსაკუთრებით ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე დადებისას.

კანის დამწვრობის ან ეგზემის დროს გამოიყენება პასტა, რომელსაც ისპანახის ფოთლებისა და ზეითუნის ზეთის მოხარშვისგან ამზადებენ, ოღონდ ყოველი წასმის წინ ის ახალი დამზადებული უნდა იყოს. ასეთივე პასტით შესაძლებელია ჭორფლის მოჭორება და სახის კანის ფერის გაუმჯობესება.

ჭინჭარი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჭინჭარი

განსაკუთრებით აფასებენ ისპანახს საფრანგეთში, სადაც მას არა მხოლოდ ადგილობრივ სამზარეულოში უკავია დიდი ადგილი, არამედ კოსმეტიკაშიც – ფრანგი ქალები მას დიდ როლს ანიჭებენ სახის გაწმენდის პროცედურებში. ისინი ახლადგამოწურული წვენით იწმენდენ სახის კანს, რაც მათ ახალგაზრდობისა და ლამაზი კანის შეარჩუნებაში ეხმარებათ. 

ასევე, ისპანახი ძალზე პოპულარულია აშშ–ში, სადაც ცდილობენ, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე მისცენ ისპანახი, რადგან ის ძვლების სწორ განვითარებას უწყობს ხელს და აფერხებს რაქიტის განვითარებას.

ისპანახში ძალზე ცოტა კალორიაა, მაგრამ მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ამიტომ ის იდეალური გასახდომი პროდუქტია თან ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგება.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Austin Keys / Spinachბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევენ ისპანახს, რადგან ის აფერხებს რაქიტის განვითარებას
ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევენ ისპანახს, რადგან ის აფერხებს რაქიტის განვითარებას - Sputnik საქართველო
ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევენ ისპანახს, რადგან ის აფერხებს რაქიტის განვითარებას

ცოტაოდენი რჩევა კერძების მომზადებისას: ისპანახის გემო, ფაქტობრივად, ნეიტრალურია და მისი დამატება ბევრ კერძში შეიძლება, რითიც საჭმელი გამდიდრდება სხვადასხვა ვიტამინითა და სასარგებლო ნვთიერებით და, ამავდროულად, მათ ლამაზი მომწვანო შეფერილობაც მიეცემა, მაგალითად, ისპანახი შეგვიძლია დავამატოთ ცომში, კარტოფილის პიურეში, დესერტებში. ასევე, თუ ისპანახს კოტლეტებს დავუმატებთ, უფრო წვნიანი გახდება და ორგანიზმი ხორცს უფრო ადვილად აითვისებს. 

ისპანახი, რადგან ბევრ მჟაუნმჟავას შეიცავს, საზიანოა მათთვის, ვისაც აქვს თირკმელებთან და შარდმდენ გზებთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, ვისაც აწუხებს პოდაგრა, რევმატიზმი, თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლმდენ გზებთან დაკავშირებული პრობლემები.

გასათვალისწინებელია, რომ ისპანახის ახალგაზრდა ფოთოლში მჟაუნმჟავა ძალზე ცოტაა, ის მხოლოდ მომწიფებულ ფოთოლში გროვდება, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისპანახის ქორფა ფოთლები.


ყველა ახალი ამბავი
0