საქართველოში მიმდინარე Agile Spirit-ის სამხედრო წვრთნებს ჟურნალისტები აკვირდებოდნენ

© Sputnik / Denis Aslanovსამხედრო წვრთნები ორფოლოში
სამხედრო წვრთნები ორფოლოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირობით მოწინააღმდეგე ქვეყანას, სცენარის მიხედვით, აშშ-ს, ბულგარეთის, რუმინეთისა და ლატვიის სამხედროები წარმოადგენდნენ.

თბილისი, 8 სექტემბერი– Sputnik. ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება “Agile Spirit 2016“-ის ორგანიზატორებმა ღია კარის დღე მოაწყვეს. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

საჩვენებელ საველე წვრთნებში სატანკო და ქვეითი ქვედანაყოფები, არტილერია და ავიაცია მონაწილეობდა.

„წვრთნების მიზანია ამერიკელ სამხედროებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლება, რაც ქართულ შეიარაღებულ ძალებს პარტნიორ-ქვეყნებთან ერთად ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მხარდაჭერის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება“,- ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა წვრთნების ორგანიზატორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ.

სცენარის მიხედვით, აშშ-ს, ბულგარეთის, რუმინეთისა და ლატვიის სამხედროები წარმოადგენდნენ პირობით მოწინააღმდეგე ქვეყანას, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და სტრატეგიული ტერიტორიის დაკავება სცადა.

იმავე სცენარის მიხედვით, შეტევის მოგერიება უკრაინელ  და ქართველ სამხედროებს მოუწიათ.

საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებში ტანკები და არტილერიაც მონაწილეობდა - Sputnik საქართველო
საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებში ტანკები და არტილერიაც მონაწილეობდა

ავიაციისა და არტილერიის დახმარებით უკრაინისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალების  ჯავშანმანქანებმა და ტანკებმა (Т-72) ქვეით ჯარს საცეცხლე მხარდაჭერა უზრუნველყო, რომელმაც ჯერ მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, შემდეგ კი კონტრშეტევაზე გადავიდა და მტრის პოზიციები გაანადგურა.

შედეგად, ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა მაღალი შეფასება მიიღეს.

„დღევანდელმა წვრთნებმა აჩვენა, რას მოიცავს Agile Spirit 2016-ის წვრთნები. ჩვენი მიზანია-საერთო სამხედრო ნაწილების ქართველებთან, რუმინელებთან, ბულგარელებთან და უკრაინელებთან ინტეგრაციის გაუმჯობესება. ჩვენ, საზღვაო ქვეითებს, ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება დავბრუნებულვიყავით საქართველოში და Agile Spirit 2016-ში მიგვეღო მონაწილეობა“, — განაცხადა წვრთნების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ქრის როჯერსმა.

მანევრების დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახელებს,რომლებიც ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე იმყოფებოდნენ, სამხედრო ტექნიკის გაცნობის საშუალებაც მისცეს. მათ ასევე სამხედრო საველე სამზარეულო გასინჯეს.

Agile Spirit - Sputnik საქართველო
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დაიწყო

მრავალეროვნული სწავლება “Agile Spirit“, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყო, ორ ეტაპს მოიცავს — საშტაბო და საველეს. საველე წვრთნები ორფოლოს სასროლეთზე ტარდება, საშტაბო კი-ვაზიანის პოლიგონზე. წვრთნები პარასკევამდე გაგრძელდება.

წვრთნები Agile Spirit ყოველწლიურად 2011 წლიდან ტარდება. ისინი საქართველოს აშშ-სა და ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენენ, რომლის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის ემზადებიან.

Agile Spirit-ის წვრთნებს ატარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აშშ-ს სამხედრო ქვეითი ჯარის კორპუსთან ერთად.

წვრთნების მიზანია აშშ-ს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ქართველი სამხედროების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების სრულყოფა, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შეტევითი და თავდაცვითი უნარების დახვეწა.

ყველა ახალი ამბავი
0