მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დაიწყო

გამოწერა
სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ორფოლოს სასროლეთზე დღეიდან მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2016“ დაიწყო. საერთაშორისო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს სწავლების დაწყება მიულოცა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა სწავლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და „Agile Spirit 2016“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები მოისმინა.

ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან - Sputnik საქართველო
31 აგვისტო - ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 

სამხედრო წვრთნების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება.

„Agile Spirit 2016“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სამეთაურო საშტაბო სწავლება ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე 3 სექტემბერს დაიწყება.

სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 9 სექტემბერს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0