ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო წვრთნებისას Agile Spirit 2016 ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა საზღვარზე პირობითი მტრის შემოჭრა აღკვეთეს. იხილეთ წვრთნების ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.
საჩვენებელი საველე წვრთნები ორფოლოს (სამცხე-ჯავახეთი) პოლიგონზე ჩატარდა.
სცენარის მიხედვით, პირობითი მტრის სამხედრო ძალებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს და სტრატეგიული ტერიტორიის დაკავება სცადეს. ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა, ჯავშანმანქანებისა და ტანკების (Т-72) დახმარებით, შეტევა მოიგერიეს. წვრთნებში ასევე ჩართული იყო ავიაცია და არტილერია.
წვრთნებს თვალყურს ადგილობრივი მოსახლეობაც ადევნებდა თვალყურს. სპეციალურად მათთვის „ღია კარის დღე“ მოეწყო.
მანევრების დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახელებს ტექნიკის დათვალიერებისა და მათი მახასიათებლების გაცნობის საშუალებაც მისცეს.
Agile Spirit-ის სწავლებებში, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ატარებს, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მონაწილეობენ ქართველი, თურქი, უკრაინელი, ამერიკელი, ბულგარელი, რუმინელი და ლატვიელი სამხედროები.