ივანიშვილმა რესპუბლიკელებს ცუდი პარტნიორები უწოდა

© RIA Novostiბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა პრემირემა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები ყველა თავის რესურსს მხოლოდ თავისი პარტიის საკეთილდღეოდ იყენებენ.

თბილისი, 8 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მერე ოთხივე განვლილი წლის განმავლობაში ამჟამად ოპოზიციაში მყოფ რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლიბით უკმაყოფილო იყო.

ივანიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობა შეცვალა. მთავრობას ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში. მან თანამდებობა ერთი წლის შემდეგ დატოვა და განაცხადა, რომ თავისი ამოცანა შეასრულა. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მას ქვეყნის კულისებიდან მართვაში სდებს ბრალს.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: აშშ-ს სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსება სასიცოცხლოდ აუცილებელია

„რესპუბლიკელები ოთხი წლის მანძილზე ცუდი პარტნიორები იყვნენ და მე ამას ძალიან მშვიდად ვაკვირდებოდი. ძალიან ხშირად ბევრ თემებზე, რომლებიც პრინციპული იყო, ისინი ოპოზიციონერების როლში გამოდიოდენ. ეს ეხება პროექტებს როგორც პარლამენტში, ისე პარლამენრს გარეთ“,-აღნიშნა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ერთერთ მთავარ რესპუბლიკელს, დავით უსუფაშვილს სთავაზობდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გასულიყო როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რათა ყველა რესურსი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა, მის აღორძინებაში დიდი როლი ეთამაშა.

„კარგია, რომ ის (უსუფაშვილი-რედ.) არ წავიდა (არჩევნებზე დამოუკიდებლად-რედ.), რადგან თავისი ქმედებებით საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის სწორედ იმ პარტიის წევრი უნდა იყოს, და მას მეტი რესურსი არ გააჩნია“,-ხაზი გაუსვა ივანიშვილმა, რომლის კომენტარი Facebook-ზე მის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები ყველა თავის რესურსს მხოლოდ თავისი პარტიის საკეთილდღეოდ იყენებენ.

ივანიშვილმა ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკისათვის დაგმო უსუფაშვილი.

„რამდენად ვაჟკაცური იყო ეს, თვითონ განსაჯოს. ამით მას ჩვენთვის  ზიანის მოყენება უნდოდა. მას არაარგუმენტირებული კრიტიკა აქვს კვირიკაშვილის მისამართით. მან გააკეთა აბსოლიტურად არაარგუმენტირებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, თითქოსდა ის არაფერს არ წარმოადგენს, არაფერი არ იცის, მე კი კონკურენტად გამომაცხადა“,- განაცხადა ივანიშვილმა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ჩაიშალა

ხელისუფლებაში „რესპუბლიკელები“ 2012 წელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობით მოვიდნენ. საქართველოს მთავრობაში 2016 წლის აგვისტომდე სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრი იყო. მერვე მოწვევის პარლამენტში კი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგ, „რესპუბლიკელებს“ ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია ჰქონდათ.

მარტის თვეში რესპუბლიკურმა პარტიამ 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციიდან დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ განაცხადა. „რესპუბლიკელები“ კოალიციას საბოლოოდ ივლისის ბოლოს ჩამოშორდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0