საქართველოს პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ჩაიშალა

© facebook.com/Margvelashviliპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგისტრაცია 150 დეპუტატიდან 30-მა გაიარა, ქვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის პლენარული სხდომა არ გაიმართა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პლენარუმი სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო არ გაიმართა, ნათქვამა საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშო.

რეგისტრაცია 150 დეპუტატიდან 30-მა გაიარა. მათ შორის იყვნენ სამი ფრაქციის: „რესპუბლიკელების“, „ქართული ოცნებისა“ და „კონსერვატორების“ წარმომადგენელი.

რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. ბიუროს წევრებმა მოქმედი პარლამენტის სხდომის ოთხშაბათს გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.  

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება

 „მე პარლამენტის სახელით ბოდიშს ვუხდი კანდიდატებს, რომლებიც სხდომას ესწრებიან. მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, რადგან ამ წუთის მდგომარეობით, პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი, რომ აკეთოს თავისი საქმე. “, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნებს ცხოვრებაში, მათ შორის პარლამენტის ცხოვრებაში, ცვლილებები შეაქვს.

 „მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შეძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს ოდნავადაც არ გავუჩინოთ განცდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნქციების შესრულებას“, — დასძინა უსუფაშვილმა.

მანამდე დეპუტატების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ დღეს მოქმედი პარლამენტი, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, ვერ შეძლებდა პლენარული სხდომის ფორმატში შეკრებას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

 


ყველა ახალი ამბავი
0