თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ამჟამად ოპოზიციური „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
„როდესაც გველაპარაკებიან უბლოკო სტატუსზე… ჩვენი პასუხი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის მიმართვა იქეთ, რომ ნატოს წევრობამდე საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს ამერიკის შეერთებული შტატების ან ნატოსა სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედრო ბაზა“, — განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“.
მისი თქმით, ეს დღეს „საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა“.
შეგახსენებთ: დავით უსუფაშვილმა წარსულში კონსტიტუციის პრეამბულაში ცვლილებების შეტანა და მასში ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაფიქსირება მოითხოვა.