სტოლტენბერგი თბილისში საქართველოს პირველ პირებს შეხვდება

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის პირველ დღეს ნატოს გენერალური მდივანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მოლაპარაკებებს გამართავს.

თბილისი, 6 სექტემბერი— Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხშაბათს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და სახელმწიფოს პირველ პირებთან  შეხვედრებს გამართავს, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო  "Новости-Грузия".

ვიზიტის პირველ დღეს დაგეგმილია სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა, ასევე თბილისში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში მონაწილეობა.

ხუთშაბათს სტოლტენბერგი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. ნატოს გენერალური მდივანი ასევე თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვა.

ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
აპატურაი: არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია, რომელიც ალიანსის მთავარ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს, საქართველოში 7-8 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. 

2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე დამტკიცდა, რომ საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდება ალიანსის სტანდარტებისა და მოთხოვნების დააკმაყოფილების პირობით.  საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებათა პაკეტი, ნატოს უელსის სამიტზე, 2014 წლის 4–5 სექტემბერს დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0