თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იმედი აქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესამაბისად ჩატარდება, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
„ისინი (საქართველოს მოკავშირეებს — რედ.) იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოში მაღალი სტანდარტების შესამაბისი არჩევნები ჩატარდება და დადებითად აფასებენ ქვეყნის ევროატლანტიკურ სწრაფვასთან მიმართებით საპარლამენტო კონსენსუსს“, — განაცხადა აპატურაიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთრში.
ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია — საქართველოს საგარეო კურსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტებია.
საქართველო 7-8 სექტემბერს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიას უმასპინძლებს, რომელიც ალიანსის მთავარი მმართველი ორგანოა. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, იგეგმება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ წევრი. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტში ნატოს წევრ-ქვეყნების მეთაურების სამიტზე დადასტურდა, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის პირობით საქართველო მომავალში ნატოს წევრი შეიძლება გახდეს.უელსში 2014 წლის 4-5 სექტემბერს მიმდინარე სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებათა პაკეტი, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსის წევრობისკენ მის მისწრაფებაში.