ლაურა სარქისიანი, Sputnik სომხეთი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქართული დელეგაციის რეგიონალური ვიაჟი კანონზომიერების ჩარჩოებში ჯდება. ერევნამდე მსგავსი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში იმყოფებოდა.
სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები — თანამშრომლობის მაგალითია
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ქართული დელეგაციის ვიზიტს სომხეთში მნიშვნელოვანს უწოდებს.
„მრავალი სირთულის მიუხედავად, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორივე ქვეყანას გააჩნდა, ჩვენ თანამშრომლობის მაგალითის დემონსტრირება შევძელით, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვკვებოთ და გავუფრთხილდეთ. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მიზანი სწორედ ეს არის“,- ამბობს მენაღარიშვილი Sputnik Армения კორესპონდენტთან საუბარში.
მისი სიტყვებით, დღის ძირითადი განრიგის გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მომავალი არჩევნების თემაც უნდა განეხილა.
„პრემიერმა სომხეთის ხელისუფლებას მიაწოდა არჩევნების შესახებ არსებული ინფორმაცია და იმაზე ესაუბრა თუ რა კეთდება იმისათვის, რომ ეს არჩევნები დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯად იქცეს“,- განაცხადა ექს-მინისტრმა.
ხმაური, რომელიც სოციალურ ქსელებში ფოტოსურათის გამო აგორდა, რომელზეც სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად ყარაბაღშია გადაღებული, მენაღარიშვილი მესამე ძალების მიერ აგორებულ პროვოკაციად თვლის, რომლებიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობენ.
„ეს ძალები შეძლება არსებობდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, ეს მათი ნამოქმედარია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სიმართლე მალევე გაირკვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი ამაზრზენი ქმედებები მომავალშიც შესაძლებელია. ამიტომ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ“,- დაამატა მან.
ენერგეტიკა — სომხეთ-საქართველოს ტანდემის ახალი მიმართულებაა
კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანსა და პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე საკითხები განიხილეს, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკების მაგიდაზეა, მათ შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და რეგიონალური უსაფრთხოების სფეროებში.
„ბოლო დროს ორმხრივ თანამშრომლობაში ურთიერთშეხების ახალი წერტილები გაჩნდა. ტრადიციული სფეროების —ტურიზმისა და ვაჭრობის გარდა, ენერგეტიკაშიც თანამშრომლობის პერსპექტივები იკვეთება —ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის შექმნა“,- თვლის სომხეთის სახელმწიფო მმართველობის აკადემიის რეგიონალური კვლევების ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ჯონი მელიქიანი.
ის ასევე უკავშირებს ვიზიტს მომავალ არჩევნებს. ექსპერტი თვლის, რომ მმართველი პარტია, რომლის ლიდერია კვირიკაშვილი, აქტიურად ცდილობს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების —სომხებისა და აზერბაჯანელების მხარდაჭერა მოიპოვოს.
სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში შესამჩნევი დათბობის მიუხედავად, მელიქიანი ამტკიცებს, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის მერე „დოქტრინალური ცვლილებები არ მომხდარა“.