თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასაწყისში სარგსიანმა ხაზი გაუსვა სომხეთში კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეც ისაუბრეს და გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული, ასევე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სფეროებში ურთიერტთანამშრომლობას, როგორიცაა კომუნიკაციები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, იუწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.
კვირიკაშვილმა და სარგსიანმა რეგიონალურ უსაფრთხოებაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ იგი ეკონომიკური პროექტების სწრაფად და შეუფერხებლად განვითარებისთვის აუცილებელია. შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქმიან სადილზე მიიწვია.
საქართველოს პრემიერი, სამთავრობო დელეგაციასთან ერტად, ერთდღიანი ვიზიტით სომხეთში ორშაბატს გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა სომეხ კოლეგა ოვიკ აბრაამიანს.