საქართველო და სომხეთი პარტნიორობას აღრმავებენ

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი მარგველაშვილი და ოვიკ აბრაამიანი
გიორგი მარგველაშვილი და ოვიკ აბრაამიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და რეგიონალურ პროექტებზე იმსჯელეს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს დღეს ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა სომეხმა კოლეგა ოვიქ აბრაამიანმა, იუწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში პარტნიორობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.

პრემიერების შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც კვირიკაშვილის გარდა, ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ხოლო  სომხური მხრიდან, საკუთრივ ოვიქ აბრაამიანი, ვიცე-პრემიერი ვაჩე გაბრიელიანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ლევონ ეოლიანი და გაგიკ ბეგლარიანი — ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.

ედვარდ ნალბანდიანი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრატისლავაში შეხვდნენ

მხარეებმა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და რეგიონალურ პროექტებზე იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის იმ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც არსებობს წლების განმავლობაში. ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. მე, ასევე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგასთან ენერგეტიკულ საკითხებზე, სამომავლო პროექტებზე. ჩვენ ვიცით, რომ წლებია უკვე გვაქვს ელექტროენერგიით ვაჭრობა და ეს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გავხადოთ ამ მიმართულებით“, — განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

დღეს ასევე დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის შეხვედრა.

ყველა ახალი ამბავი
0