თბილისში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

© FB/ Министерство здравоохранения Грузииოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ცენტრი
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის იანვრიდან 18 აგვისტომდე საქართველოში ოჯახური ძალადობის 865 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სისხლის სამართლის საქმე 507 შემთხვევაზე აღიძრა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 14 კაცზე გათვლილი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა, იუწყება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

„ეს იყო მნიშვნელოვანი რგოლი, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახური ძალადობის მიმართულებით, სრულად გამართულიყო“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

შს სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შს სამინისტრომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პროექტი შეიმუშავა

ცენტრის გახსნას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლიენი და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ერიკა კვაპილოვა.

როგორც მინისტრმა განმარტა, კრიზისული ცენტრი არ იქნება თავშესაფარი, ეს იქნება ადგილი, რომლის მომსახურებით სარგებლობაც ადამიანებს მსხვერპლის სტატუსის მინიჭებამდე შეეძლებათ.

„ორი წლის წინ სახელმწიფომ შეიმუშავა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა… დღეს ცენტრის გახსნა სწორედ ამ გეგმის ნაწილია. ეს არ იქნება თავშესაფარი, ეს იქნება ცენტრი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მივიდნენ ყოველგვარი იურიდიული და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების გარეშე და მიიღონ მთელი რიგი სერვისები“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცენტრში მოსახვედრად საჭიროა შსს-ის ცხელ ხაზზე დაკავშირება: 116 006.

თბილისი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის მიმართ იცვლება

კრიზისული ცენტრი 14 ბენეფიციარზეა გათვლილი და შშმ პირებისათვის სრულადაა ადაპტირებული. მისი სარემონტო სამუშაოები ფონდის საბიუჯეტო სახსრებით შესრულდა და ფართი შესაბამისი ინვენტარით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში აღიჭურვა.

გახსნის ცერემონიას სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია, შსს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, შვედეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ფონდის და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

შეგახსენებთ: 2016 წლის იანვრიდან 18 აგვისტომდე საქართველოში ოჯახური ძალადობის 865 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სისხლის სამართლის საქმე 507 შემთხვევაზე აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0