საქართველოში მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად საშეღავათო კრედიტებს გასცემენ

© Flickr / Magalie L'Abbéხილი
ხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერმერი სესხის პროცენტის გადახდას მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარე გახდება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ქართველ ფერმერებს მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, 20 ათასი ლარიდან 600 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში აგროსაინვესტიციო კრედიტებით სარგებლობა შეეძლებათ, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისი, ახალი საკინცერიო დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობას ეკონომიკის ზრდის გარანტად მიიჩნევენ

ფერმერი სესხის პროცენტის გადახდას მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარე გახდება. აგროკრედიტი, მაქსიმუმ 15%-ით, შვიდ წლამდე ვადით გაიცემა, საიდანაც 11%-ს სახელმწიფო დაფარავს. საშეღავათო პერიოდი — მაქსიმუმ ხუთი წელია.

დაფინანსების მისაღებად, ფერმერმა  სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოში სანერგე მეურნეობის შექმნისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა, შესაბამისი თანდართული დოკუმენტებით უნდა წარადგინოს.

აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიან და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძე წარუდგინეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, რომ ბანკი პირველი წელი არ არის, რაც ხელს უწყობს აგრობიზნესის განვითარებას და 2013 წლიდან მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამებში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და UNDP-ს მოქმედი ხელმძღვანელი შომბი შარპი - Sputnik საქართველო
UNDP საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

ამ ეტაპზე აგროსაინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით არიან დაინტერესებული და სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები არიან.

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღების გაშენების შემთხვევაში — ნერგის ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%-ს, ხოლო სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში — 50%-ს.

პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ფოთის) ხორციელდება. ფერმერებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა რამდენჯერმე შეუძლიათ.



ყველა ახალი ამბავი
0