'კინოშოკზე" თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმებს უჩვენებენ

© kinopoisk.ru"მოირა"
მოირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინოფესტივალზე ლევან თუთბერიძის, ზაზა ურუშაძის, დავით ფირცხალავას, დეა კულუმბეგაშვილისა და ანა სარუხანოვას ფილმებს უჩვენებენ.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. დსთ-ის ქვეყნების ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის კინოს XXV საიუბილეო ღია ფესტივალი  „კინოშოკი 2016“ ანაპაში 3-10 სექტემბერს გაიმართება.

რუსულ კინოფორუმზე საქართველო როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმებით იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრები იხილავენ ლევან თუთბერიძის „მოირას“ (ლაურეატების კონკურსი“ და ზაზა ურუშაძის  „სამი სახლი“  (კონკურსიOmnibus).

მოკლემეტრაჟიანი კინოს პროგრამაში სამი ქართველი რეჟისორის: დავით ფირცხალავას „მამა“, დეა კულუმბეგაშვილის „ზაფხული“ და ანა სარუხანოვას „დღის ბოლომდე“ შევიდა. 

კინოგადაღება - Sputnik საქართველო
"სიმინდის კუნძულმა" მაროკოს კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

რეჟისორ ანა სარუხანოვას განცხადებით, რომელიც მუშაობს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის კინოინდუსტრიაში,  ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის რუსულ „კინოშოკში“ მონაწილეობის მიღება დიდი სიხარული და უნიკალური შანსია რუსული პუბლიკისთვის ქართული კინემატოგრაფის გაცნობისათვის.

„რუსეთში ქართული მოკლემეტრაჟიანი კინო ყველას უყვარს. თანამედროვე ქართული კინო კი რუსულ პუბლიკამდე ყოველთვის ვერ აღწევს იმიტომ, რომ რუსეთში ცოტა ფესტივალი ტარდება, რომელზეც ქართული კინოა წარმოდგენილი.  მაგალითად, დათო ფირცხალავას „მამა“, რომელსაც ლოკარნოს კინოფესტივალზე წარმატებები ხვდა წილად, რუსეთში თითქმის არ გაშუქებულა. და არცთუ ბევრ ადამიანს ჰქონდა წვდომა ფილმის ნახვის“, — განუცხადა Sputnik-ს ანა სარუხანოვამ. 

ლევან თუთბერიძის მოირა - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმმა „მოირამ“ ბულგარეთის ფესტივალზე გაიმარჯვა

წლევანდელი „კინოშოკის“ ჟიურის რუსეთის სახალხო არტისტი, მსახიობი ალა დემიდოვა თავმჯდომარეობს, ხოლო შემადგენლობაში არიან კინორეჟისორი აკტარ კუბატი (ყირგიზეთი), რეჟისორი და სცენარისტი ალიონა ზვანცოვა (რუსეთი), ოპერატორი და რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოლეგ მარტინოვი (რუსეთი), მოსკოვის საერთშორისო კინოფესტივალის გენერალური დირექტორი, მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოხელოვნების კათდრის პროფესორი ნატალია სემინა და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ "Лістапад"-ის პროგრამების დირექტორი იგორ სუკმანოვი.

„კინოშოკი“ ანაპაში 1992 წლიდან ტარდება და რუსეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინოფესტივალად ითვლება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0