"სიმინდის კუნძულმა" მაროკოს კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკინოგადაღება
კინოგადაღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა ფილმმა რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ჟიურის ერთ-ერთი წევრი ცნობილი ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძეა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ მაროკოში გამართული რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალის (Festival international du cinéma d'auteur de Rabat) პრიზიორი გახდა.
კინოფესტივალი მაროკოში 29 იანვარს გაიხსნა და 5 თებერვალს დაიხურა.

ქართულმა ფილმმა, რომელიც კინოფესტივალის მთვარ საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას, ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ცნობილი ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძეა, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

დაჯილდოების ცერემონიაზე „სიმინდის კუნძულის“ რეჟისორი და ასევე მთავარი როლის შემსრულებელი — მარიამ ბუთურიშვილი იმყოფებოდნენ, ნათქვამია განცხადებაში.

ბაბინა ძველი კინოპლიონკით - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა კინემატოგრაფისტებს იწვევს

ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა ”სიმინდის კუნძული” 2015 წელს ”ოსკარის” კინოპრემიაზე კატეგორიაში ”საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი” ნომინანტთა შორტ-ლისტში მოხვდა; მიიღო მაყურებლის სიმპათია ფრიბურგის 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (Festival International de Films de Fribourg), დსთ-ის ქვეყნების, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის კინოს ღია ფესტივალზე ”კინოშოკი-2014” გრან-პრი ”ოქროს ვაზი”, ასევე კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო ”ბროლის გლობუსი”.

ფილმზე ხუთი ქვეყანა — საქართველო, გერმანია, ყაზახეთი, საფრანგეთი და ჩეხეთი ერთობლივად მუშაობდნენ.

კინოფირი - Sputnik საქართველო
”სიმინდის კუნძულის” რეჟისორი ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება

ფილმის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა, მონტაჟი კი პრაღის Barrandov Studio-ში მოხდა. მთავარ როლებს კინოსურათში ასრულებენ ილია სალმანი, მარიამ ბუთურაშვილი, თმერ ლევენტი და ირაკლი სამუშია.

რაბათის კინოფესტივალზე „სიმინდის კუნძულის“ კონკურენტი იყო რაბაჰ ამერ- ზაიმეშის Заимеша (Rabah Ameur-Zaïmeche) ფრანგული ფილმი „იუდას ისტორია“ და ავღანელი რეჟისორის ჯამიდა მაჰმუდის „რამდენიმე კუომეტრი სიყვარული“.

რაბათის საერთაშორისო ფესტივალი მაროკოში 1994 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0