საქართველოს მთავრობა კინემატოგრაფისტებს იწვევს

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიბაბინა ძველი კინოპლიონკით
ბაბინა ძველი კინოპლიონკით - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა აპირებს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად აქციოს, პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყანას და მოიზიდოს უცხოელი კინომწარმოებლები.

თბილისი, 26 იანვარი —Sputnik. საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა:გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციაზე, იტყობინება სამშაბათს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ, როგორც უცხოელი კინოს მწარმოებლები, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები.

 ქართული სახლემწიფო კინო-ინდუსტრიას დაფინანსებს - Sputnik საქართველო
ქართული სახლემწიფო კინო-ინდუსტრიას დაფინანსებს
 

მისივე თქმით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კინოს, როგორც ინდუსტრიის ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მისი მეშვეობით ქვეყანა ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება. 

„ქართველ და უცხოელ პროდიუსერებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება

ქართული კინო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის იმიჯის ფორმირებაში, კულტურაში. კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი და ვიზა საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელშიც კინოს უწყვეტი განვითარების 100-წლიანი ისტორია აქვს,  - თქვა პრემიერმა. 

პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსუს წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კინოინდუსტრიის წახალისება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში იგეგმება, რომელიც ქვეყანაში 2014 წლიდან ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში დანერგილი იქნება ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმი (cash rebate), რაც იმას ნიშნავს, რომ კინომწარმოებლებს, საქართველოში კვალიფიციური ბიუჯეტის დანახარჯის 25% უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული მექანიზმი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. 

„გადაიღე საქართველოში“ ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვას, ტურიზმის ზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, ასევე ისეთი სფეროების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულია მხატვრული და სატელევიზიო ფილმების, ტელესერიალების, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების შექმნასთან. 


ყველა ახალი ამბავი
0