ქართველი რეჟისორის ფილმმა „მოირამ“ ბულგარეთის ფესტივალზე გაიმარჯვა

© kinopoisk.ruლევან თუთბერიძის "მოირა"
ლევან თუთბერიძის მოირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან თუთბერიძის ფილმმა მთელ მსოფლიოში მრავალი პრიზი მიიღო. ამჯერად სურათი ბურგასში საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ ღირსეულად შეაფასა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის სოციალური დრამა „მოირა“ ბურგასის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

კინოფესტივალი ბულგარეთში 22-28 ივლისს გაიმართა. კინოფორუმზე წარდგენილი იყო რუსი, ბულგარელი, კანადელი, თურქი, გერმანელი, სომეხი და ქართველი რეჟისორების 24 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი, ასევე დოკუმენტური ფილმები.

ქართულმა ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მხატვრული ფილმი“, თუმცა, ეს ბულგარეთის კინოფესტივალზე ქართული კინოს ერთადერთი გამარჯვება არაა — ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ გაიმარჯვა ნიკოლოზ ბეჟანიშვილის ქართულმა სურათმა „შავი კვადრატი“.

სხვისი სახლი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმმა კარლოვი ვარში გრან-პრი აიღო

ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“ გამარჯვებულია ბულგარელი ხრისტო სიმენოვის „ვაჟიშვილი“.

„მოირას“ პრემიერა საქართველოში 2015 წლის ზაფხულში, სოფელ დიცში, პროექტ „საზაფხულო სკოლის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსწავლეებისათვის ჩატარდა.

მოირა ძველბერძნულ მითოლოგიაში ბედისწერის ქალღმერთია. თუთბერიძის ფილმში მოირა ორი მეთევზე ძმის უბრალო თევზსაჭერ ნავს ჰქვია. ესაა ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ისტორია. ციხიდან გამოსული ერთ-ერთი ძმა მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა, ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.

ნინო ბასილიას ანას ცხოვრება - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა მარტოხელა დედაზე ესპანეთის ფესტივალზე გრან-პრი მიიღო

ბურგასის საერთაშორისო კინოფესტივალი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების რეჟისორებისთვის თანამედროვე კინოხელოვნების წარდგენის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

ყოველწლიური კინოფორუმი თავის მაყურებელს კინოს სხვადასხვა ჟანრის სიახლეებს აწვდის, ასევე რეგიონში კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0