ქართველი რეჟისორის ფილმმა კარლოვი ვარში გრან-პრი აიღო

გამოწერა
რუსუდან გლურჯიძის დრამა East of the West სექციის დებიუტების კონკურსში მონაწილეობდა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმმა „სხვისი სახლი“ ჩეხეთის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის East of the West პროგრამაში გრან-პრი მიიღო.

„სხვისი სახლი“ ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის კოპროდუქციაა. სურათის პროდიუსერები არიან კატერინა გეჩმენ-ვალდეკი და ნადეჟდა გორშკოვა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

სხვისი სახლი“ - Sputnik საქართველო
ქართული „სხვისი სახლი“ კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე მოხვდა

„ბედნიერი ვართ, რომ ჩვენმა ფილმმა ასეთი დაუჯერებელი საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ნამდვილ ხელოვნებას ეროვნება არა აქვს“, — განუცხადა გეჩმენ-ვალდეკმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.

ფესტივალი ჩეხეთში 2-9 ივლისს გაიმართა. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0