ქართული „სხვისი სახლი“ კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე მოხვდა

გამოწერა
ქარული კონოსურათის ერთ-ერთი კონკურენტი ალექსანდრ კრასოვსკი რუსული თრილერი „კოლექტორი“ იქნება.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ კარლოვი-ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია შესული.

წელს კინოფესტივალი ჩეხეთში 1-9 ივლისს გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ბალტიისპირეთისა და ევროპის ქვეყნების, უკრაინის, იაპონიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ფილმები.

კოლინ ფერტი - Sputnik საქართველო
კოლინ ფერტმა თბილისის საბავშვო კინოფესტივალის გამარჯვებულები დაასახელა

რუსუდან გლურჯიძის ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West არის წარდგენილი.  ამ კატეგორიაში ქარული კონოსურათის ერთ-ერთი კონკურენტი ალექსანდრ კრასოვსკი რუსული თრილერი „კოლექტორი“ იქნება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. 

ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს რეალობას ეხება. სიუჟეტი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

ანა დემეტრაძე - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „ანას ცხოვრება“ არგენტინის ფესტივალზე დააჯილდოეს

"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ. 

„სხვისი სახლი“  — რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამშევარია, რომლის მსოფლიო პრემიერაც სწორედ კარლოვი-ვარში შედგება.

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0