საქართველოს პრემიერმა და ბელარუსის ვიცე-პრემიერმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და მიხაილ რუსი
გიორგი კვირიკაშვილი და მიხაილ რუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ეკონომიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ტურიზმი.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, რომელიც გუშინ თბილისში გაიმართა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბელორუსიის საელჩო გაიხსნება

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. პოლიტიკოსებმა ისაუბრეს ბელარუსის ბაზარზე ქართული მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე, განაცხადეს საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურში.

ბელარუსის დელეგაცია საქართველოში ეკონომიკურ საკითხებში საქართველო-ბელარუსის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა. სხდომა დღეს გაიმართება.

კვირიკაშვილმა ბელარუს პოლიტიკოსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველო და ბელარუსი ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავეენ

საუბარი შეეხო ასევე მასშტაბურ გამოფენას, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნება. ეროვნული გამოფენა, რომელიც 1-4 სექტემბერს გაიმართება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაგეგმილი ბელარუსის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, აგროტექნიკა, ასევე ახალი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში.

ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ. გადაწყვეტილება გამოფენის გამართვის თაობაზე მინსკში საქართველოს-ბელარუსის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრისას მიიღეს. დაგეგმილია ასევე დიდი კულტურული პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას ბელარუსი მსახიობები მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0