საქართველოში ბელორუსიის საელჩო გაიხსნება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელორუსიის მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ბელორუსიის საელჩო გაიხსნება.

თბილისი, 22 იანვარი– Sputnik. საქართველოში ბელორუსიის დიპლომატიური წარმომადგენლობა 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება, იუწყება „Sputnik ბელორუსი"  ბელორუსის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
საქართველოს საელჩო ბელორუსიაში 2007 წელს გაიხსნა. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 2015 წელს საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 2016 წელს ბელორუსიის საელჩოს გახსნის საკითხი გადაწყდება.
როგორც Sputnik-ს მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, საელჩოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს 2016 წლის 21 იანვრის №43 დადგენილებითაა გამყარებული.

ყველა ახალი ამბავი
0