ბურჯანაძემ პუტინისა და სააკაშვილის საუბრის დეტალები გაასაჯაროვა

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას აბრალებს, რომელთა შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლი დაკარგა.

თბილისი, 31 აგვისტო— Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ცხინვალის რეგიონში უშუალოდ სამხედრო მოქმედებების წინ შედგა.

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ქართულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რუსეთმა ეს აგრესიის აქტად შეაფასა, გამოაცხადა მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ, ორი მიმართულებიდან შეიყვანა თავისი ჯარები და სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაცია თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა.

„რუსეთი აფრთხილებდა, რომ სამხედრო მოქმედებების დროს მოხდება ის, რაც მოხდა. პუტინმა პირადად გააფრთხილა სააკაშვილი, მე ვესწრებოდი ამ სატელეფონო საუბარს. ბატონმა დენ ფრიდმა თქვა „ჩვენ ვაფრთხილებდით სააკაშვილს და მას აშშ-სგან „წითელი შუქი“ ჰქონდა. მან არ დაიჯერა და შეცდომა დაუშვა, როდესაც ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. მან არ დაგვიჯერა და ამ შეცდომის საფასური გახდა 114 სოფელი, დაღუპულები, დანგრეული სოფლები და ქალაქები, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება…საქართველოს მოსახლეობას ვპირდები, რომ სააკაშვილი ამისათვის პასუხს აგებს“,- განაცხადა ბურჯანაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ფრიდი: სააკაშვილი შეცდა, როცა ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცა

ორშაბათს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა სანქციების საკითხებში  დენიელ ფრიდმა რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ქართულ არმიას ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყება უბრძანა.

დენიელ ფრიდი, რომელიც 2008 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თანაშემწე იყო, იხსენებს სააკაშვილის ერთ-ერთ საუბარი აშშ-ს პირველ დიპლომატთან და ამბობს, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო სცენარის განხილვა აუკრძალა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველო რუსეთთან რაციონალურ დიალოგს აწარმოებს

„აგვისტოს ომის“ შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გამოაცხადა. საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად კონფლიქტის ის ზონები გამოაცხადა, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსული საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საგარეო პოლიტიკის ერთერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების დალაგება დაასახელეს, თუმცა არა ტერიტორიული მთლიანობის ფასად.


ყველა ახალი ამბავი
0