გრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშიასფალტის დაგება
ასფალტის დაგება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ფული და თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს პორტებისა და რეგიონის ქვეყნების დამაკავშირებელი ძირითადი სატრანზიტო მაგისტრალის აღდგენაში დაეხმარება.

თბილისი, 31 აგვისტო— Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი — 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლოება 2017 წელს დასრულდება.

სამტრედია-გრიგოლეთი-ქობულეთის 52-კილომეტრიანი გზის  მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ევროკავშირმა აღნიშნული გზის მშენებლობისათვის 51 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი გამოყო.

ოთხეტაპიანი პროექტის მიზანია მზარდი სატრანსპორტო ნაკადებისა და სატრანზიტო ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი - Sputnik საქართველო
ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ახალი ავტობანებისა და გზების მშენებლობა იგეგმება

გზა  თანამედროვე PVD ტექნოლოგიებით შენდება, რაც მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შანსს შეამცირებს, აცხადებენ დეპარტამენტში.  სამუშაოებს  ახორციელებს უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM”, რომელმაც ტენდერი მოიგო.

კონტრაქტის თანახმად, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, სახიდე გადასასვლელებისა და ესტაკადას მშენებლობა, რომელიც 2014 წლის ივლისში დაიწყო, 30 თვეში უნდა დასრულდეს. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2018 წლისთვის დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.

გზის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
სომხეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მთავრდება

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. ახალი გზა ამ მონაკვეთის სიგრძეს 45%-ით შეამცირებს. 2013-2016 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში  აშენდა 96,4 კმ. გზა.

ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 ევროპაში სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტში იწყება  და ყირგიზეთის ქალაქ ირკეშტამში მთავრდება. საქართველოში Е-60  აზერბაიჯანის საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს შავი ზღვის სანაპიროზე მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392კმ შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0