საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულშია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსაფრთხოების ინდექსის რეიტინგში სამხრეთ კორეა ლიდერობს, მეორე ადგილზეა სინგაპური.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს, 2016 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, დანაშაულის ინდექსის მიხედვით, 118 ქვეყნიდან მესამე ადგილი უკავია. ამით ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, აღნიშნულია სერბეთის დამოუკიდებელი კვლევითი ვებ-გვერდის Numbeo-ს ანგარიშში.

შს მინისტრი აჭარაში - Sputnik საქართველო
ტურისტები საქართველოში უსაფრთხოდ გრძნობენ თავს

გამოცემის მონაცემებით, საქართველოს დანაშაულის ინდექსი 19,26-ია, ხოლო უსაფრთხოების — 80,74.

უსაფრთხოების ინდექსით საქართველომ ყველა თავის მეზობელ ქვეყანას გაუსწრო — სომხეთს (მე-20 ადგილი), აზერბაიჯანს (24-ე ადგილი), რუსეთსა (69-ე) და თურქეთს (44-ე).

გარდა ამისა, საქართველომ ევროკავშირში შემავალ ყველა ქვეყანას გაუსწრო.

ამ კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა სამხრეთ კორეაა, რომლის დანაშაულის ინდექსია 14,99, ხოლო უსაფრთხოების — 85,01. მას სინგაპური მოსდევს.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გერმანიამ საქართველო, შესაძლოა, „უსაფრთხო ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანოს

უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შედიან ასევე ტაივანი, იაპონია, ჰონგ-კონგი, კატარი, ავსტრია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და დანია.

ყველაზე უარყოფითი შედეგები აქვთ ვენესუელას, პაპუა–ახალ გვინეასა და ჰონდურასს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ გასულ წელს, 120 ქვეყანას შორის, მეშვიდე ადგილი დაიკავა.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება. ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტუალური ინფორმაცია, თუ რა ჯდება ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში, აგრეთვე უძრავი ქონების ფასებზე, ჯანდაცვასა და დანაშაულზე, ტრანსპორტზე და ჰაერის დაბინძურებაზე, ასევე სასარგებლო ინფორმაცია მოგზაურებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0