საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელეს

© FB/ МИД Грузииელმარ მამედარიანი და მიხეილ ჯანელიძე
ელმარ მამედარიანი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვთან რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების პრობლემატიკაზე იმსჯელა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ქვეყნის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს მართავს.

სერჟ სარგისიანი - Sputnik საქართველო
სომხეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში არსებული პრობლემები იარაღის ძალით ვერ გადაწყდება

„ჩვენ განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტების თემა. ბოლო შეხვედრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით გაიმართა. ეს იყო მოლაპარაკებების არსებითი ნაწილი და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ სწორ გზას ვადგავართ“, — განაცხადა მამედიაროვმა.

მან აღნიშნა, რომ რეგიონში კონფლიქტური საკითხები აუცილებლად მშვიდობიანი გზებით უნდა გადაიჭრას.

„ვფიქრობ, შესაბამისი პოლიტიკური ნებისა და საერთაშორისო ნორმების დაცვის შემთხვევაში საერთო მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს მიღწევას შევძლებთ“, — განაცხადა მამედიაროვმა.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, ასევე იმსჯელეს მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებზე.

„აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდა გრძელდება. 2016 წლის განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა ტურიზმი აზერბაიჯანიდან და ვიზიტორების მხრივ აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა“, — აღნიშნა ჯანელიძემ.

ედვარდ ნალბანდიანი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მთიან ყარაბაღზე იმსჯელეს

მიმდინარე წლის 2 აპრილს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების შესახებ განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ამავე დროს სომხეთის სამხედრო უწყება აზერბაიჯანის მხრიდან „შეტევითი ხასიათის მოქმედებების“ შესახებ იუწყებოდა. მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0