"მწვანე აქტივისტებმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

© Pixabay / WilliamChoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუნების დამცველებს თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლის უფლება არ მისცეს. აქტივისტების აზრით, ამ გადაწყვეტილებით მათი უფლებები დაირღვა.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რომლითაც თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციების გამართვის მიზნით კარვების გაშლის აკრძალვის უკანონოდ ცნობას მოითხოვენ.

აგვისტოს შუა რიცხვებში თბილისში სკანდალი დაიწყო, რომელიც ყაზბეგის გამზირზე ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტს უკავშირდება. მას შემდეგ მერიის შენობასთან „მწვანე აქტივისტების“ აქციები იმართება. 

სასწრაფო დახმარების ავტომანქანა - Sputnik საქართველო
„მწვანე აქტივისტი“ ექვსდღიანი შიმშილობის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თავიდან აქტივისტებმა ხეების უკანონო მოჭრის საფუძველზე მერიის მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს, თუმცა შემდგომ აღნიშნული მოთხოვნის სისრულეში მოსაყვანად ხელმოწერების შეგროვება გადაწყვიტეს.

„ჩვენ მოვითხოვთ უკანონოდ სცნონ მერიის ქმედება, რომლის თანახმად, „პარტიზან მებაღეებს“ კონკრეტულ ადგილზე კარვის გაშლის ნებართვა არ მიეცათ. მიგვაჩნია, რომ მერიის გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ“, — განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნინო ქურდოვანიძემ.

ყაზბეგის №22-ში 150-მილიონი ლარის ღირებულების სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. მერიაში მანამდე განმარტეს, რომ პროექტის წყალობით 2 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდება და ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა განვითარდება.

ბუნების დამცველების საპროტესტო აქციის შემდეგ, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ხეების მოჭრის პროცესი შეაჩერეს და განაცხადეს, რომ მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს „ფორესტ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. ეს კომპანია განსაზღვრავს ხეების ასაკსა და მდგომარეობას.
საკითხის შესწავლაში ქალაქის პროკურატურა ჩაერთო, რომელსაც „მწვანე აქტივისტებმა“ მიმართეს.

ყაზბეგის ქუჩაზე ხეები მოჭრეს - Sputnik საქართველო
მერიამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრა შეაჩერა

გასულ კვირაში საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა და თბილისში ხეების უკანონო მოჭრასთან, ქალაქის გამწვანებასთან და ეკოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვეს. ქალაქის თავკაცს ოპოზიციის კრიტიკასა და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.

სხდომა დაძაბულობისა და ხმაურის ფონზე გაიმართა, რის გამოც ნარმანიას რამდენჯერმე მოუხდა თავისი გამოსვლის შეწყვეტა. ამასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომადგენლები ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადებისათვის პროცედურების დაწყების ინიციატივით გამოვიდნენ. მათ თბილისის საკრებულოში დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0