„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერები საქართველოში შეხვედრებს მართავენ

© FB/ Георгий Квирикашвили"ევროპის სახალხო პარტიის" ხელმძღვანელობის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წევრებთან
ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წევრებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს: საპარლამენტო არჩევნებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე–პრეზიდენტმა დევიდ მაკალისტერმა და პარტიის საერთაშორისო მდივანმა პატრიკ ვოლკერმა თბილისში შეხვედრაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები განიხილეს, აღნიშნულია მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქრომბერს გაიმართება. კვირიკაშვილის განცხადებით, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ჩვენ ველოდებით და მივესალმებით რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს, მათ შორის ევროპარლამენტიდან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

ცესკო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სია

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ევროკავშირის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმეზე. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში საქართველოს სრულად დაუჭერს მხარს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციასა და ქვეყნის განვითარების მყარი საფუძვლის შექმნას ემსახურება.

შენგენის ვიზა - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: არ შეიძლება თარიღებით სპეკულირება

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

დევიდ მაკალისტერი და პატრიკ ვოლკერი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ.

ისინი უკვე შეხვდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. უნდა აღინიშნოს, რომ ენმ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია 2008 წლიდან.


ყველა ახალი ამბავი
0