საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სია

© photo: press-service of the CEC of Georgiaცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 64 პარტიიდან ცესკომ მხოლოდ 45 დაარეგისტრირა.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 64 პარტიიდან მხოლოდ 45 დაარეგისტრირა, 19-ს კი უარი უთხრა, იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პარტიას შეუძლია, რომელიც მხარდამჭერთა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას წარმოადგენს.

1.    „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ — გიორგი კვირიკაშვილი

2.    „სახალხო ხელისუფლება“ — ზურაბ კობიაშვილი

3.    „საქართველოს მშვიდობისათვის“ — დავით თევზაძე

4.    „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" — მიხეილ (გელა) სალუაშვილი

5.    „საქართველოს კომუნისტური პარტია“ — ივანე წიკლაური

6.    „საქართველო“ — გიორგი ლილუაშვილი

7.    „ჩვენი სამშობლო“ — ზვიად ჩიტიშვილი

8.    „სახალხო პარტია“ — ივანე (მამუკა) გიორგაძე

9.    „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ — პაატა დავითაია

10.    „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“ — ირაკლი კობრავა

11.    „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ — ნინო ბურჯანაძე

12.    „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ — გიორგი ჭინჭარაული

13.    „ნეიტრალური საქართველო“ — ვალერი კვარაცხელია

14.    საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია — თემურ ფიფია

15.    „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — დავით თარხან-მოურავი

16.    „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ — შალვა ნათელაშვილი

17.    მერაბ კოსტავას საზოგადოება — ვაჟა ადამია

18.    „ქართული იდეა“ — ლევან ჩაჩუა

19.    „სამართლიანობისა და თანასწორობისათვის“ — ხათუნა მაჭავარიანი

20.    „მემარცხენე ალიანსი“ — კახაბერ ძაგანია, იოსებ შატბერაშვილი

21.    „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ — დავით ასპანიძე

22.    „მამული, ენა, სარწმუნოება“ — ზაურ ხაჩიძე

23.    „თავისუფალი საქართველო“ — კახა კუკავა

24.    „თავისუფალი დემოკრატები“ — ირაკლი ალასანია

25.    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — სერგო რატიანი

26.    „ახალი მემარჯვენეები“ — მამუკა კაციტაძე

27.    „ეროვნულ — დემოკრატიული პარტია" (ედპ) — ბაჩუკი ქარდავა

28.    „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ — ჯაფოშვილი თამაზ

29.    „თავისუფლება — ზვიად გამსახურდიას გზა“ — მალხაზ გორგასლიძე

30.    „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ — დავით შუკაკიძე

31.    „მომავალი საქართველო“ — გიორგი ლაღიძე

32.    „ევროპული საქართველო“ — ბესიკ დონაძე

33.    „ქართული დასი“ — ჯონდო ბაღათურია

34.    „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ — აკაკი ასათიანი

35.    „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ — გია ბერძენიძე

36.    „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ — პაატა ბურჭულაძე

37.    „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ — გიორგი ვაშაძე

38.    „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ — შოთა მალაშხია

39.    „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ — ნიკოლოზ ჯოგლიძე

40.    „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ — ლაშა სტურუა

41.    „ეროვნული ფორუმი“ — გოჩა ჯაბიძე

42.    „რესპუბლიკური პარტია“ — ხათუნა სამნიძე

43.    „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ — ზურაბ ჯაფარიძე

44.    „დემოკრატიული განახლება — ჩვენი საქართველო გაბრწყინდება (ჩვენები)“ — ნინო სამადალაშვილი

45.    „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ — ზურაბ ტყემალაძე

ყველა ახალი ამბავი
0