თბილისში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი პირველად გაიმართება

გამოწერა
ფესტივალი, რომელიც მომავალში ტრადიციული გახდება, სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს ეყრება საფუძველი, რომელიც თბილისში 17–25 სექტემბერს გაიმართება. 

ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

თბილისი - ახალი საკონცერტო დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველოში „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნება

სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიას, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს, გამომცემლობებს, ბიბლიოთეკებს, აგრეთვე მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს და სხვა, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

ფესტივალის მონაწილეთა და ღონისძიებათა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე, ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო კომისიის მიერ.

საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
„გლობალური ინოვაციის ინდექსის“ მიხედვით საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

კომისიის წევრები უპირატესობას მიანიჭებენიმ კონკურსანტებს, რომლებიც წარმოადგენენ ქართული და უცხოური მეცნიერების უახლეს სამეცნიერო მიღწევებს, ასევე მათ, ვინც წარმოადგენს ღონისძიებების გეგმას, რომლებიც ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს, ვაჟა–ფშაველას 155 წლის იუბილეს, ქართველოლოგიას უცხოეთში და სხვა. 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების დღე, მოეწყობა ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) გამოფენა და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0