„გლობალური ინოვაციის ინდექსის“ მიხედვით საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

© photo: Sputnikსაკრებულოს შენობა
საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ მომავალ წელს „გლობალური ინოვაციის ინდექსის“ კუთხით საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგან მიმდინარე წელს ინოვაციების დაფინასებისა და დანერგვის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

თბილისი, 19აგვისტო— Sputnik. გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 64-ე ადგილი დაიკავა-ეს ძალიან კარგი ფაქტია, რადგან საქართველო იმ ქვეყნების სიაში შევიდა, სადაც ინოვაციების კუთხით სწრაფი განვითარება მოხდა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ.

„გლობალური ინოვაციის ინდექსის“ მოხსენება მსოფლიოს 128 ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობის ეფექტურობის რეიტინგს მოიცავს, რომელიც 82 ინდიკატორს ეფუძნება. მოხსენების ამ გამოცემაში  ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე ინოვაციებზე ორიენტირებული პოლიტიკის გავლენა განიხილება.

„ეს 2015 წლის მაჩვენებლებია, და მე დავრწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის მაჩვენებლები, რომლებიც მომავალ წელს შეჯამდება, საქართველოს უფრო მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოუტანს“,- აღნიშნა მან.

საქართველოს მთავრობა ახორციელებს აქტიურ კაპიტალდაბანდებებს და დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, განაცხადა ქაშიბაძემ.

საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკოსისტემის ინოვაციურ პროექტზე 40 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

„ორი წლის წინ დაფუძნდა ინოვაციების სააგენტო, მიმდინარეობს ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“,-განაცხადა მან.

მისი სიტყვებით, უნივერსიტეტების ბაზაზე იხსნება ლაბორატორიები, საქართველოში გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი, ასევე მიმდინარეობს პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და ა.შ.

„გლობალური ინოვაციის ინდექსის“ მოხსენება კორნელის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლა INSEAD-ისა და გაეროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2007 წლიდან ქვეყნდება.

ბათუმში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა - Sputnik საქართველო
ბათუმში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

მოხსენების თანახმად, პირველ ხუთეულში აღმოჩნდნენ შვეიცარია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ფინეთი. რეიტინგის ბოლოს არიან იემენი, გვინეა, ტოგო, ზამბია და ნიგერი.

ჩინეთი საშულო შემოსავლის დონის მქონე პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც მსოფლიოში 25 მოწინავე ქვეყანა-ნოვატორს შორის აღმოჩნდა, და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც რეიტინგის სათავეშიცხრა წლის მანძილზე იმყოფებიან, რომელთა განმავლობაში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გამოკვლევა მომდინარეობს, ნათქვამია მოხსენებაში.

რაც უახლოეს მეზობლებს შეეხება-თურქეთი 42-ე ადგილზეა, რუსეთი-43-ზე, სომხეთი-60-ზე და აზერბაიჯანი-85-ზე.

„გლობალური ინოვაციის ინდექსი“ 82 სხვადასხვა მაჩვენებლის საფუძველზეა შედგენილი, რომლებიც ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონის ქვეყნებში ინოვაციების დონეს ახასიათებენ.

„გლობალური ინოვაციის ინდექსი“ ორი სუბინდექსის საშუალოს წარმოადგენს-ინოვაციური დანახარჯების (ინოვაციების ჩასატარებლად არსებულ რესურსებსა და პირობებს აღწერს) და ინოვაციურ მიღწევების, რომელიც ასახავს ინოვაციების განხორციელების პრაქტიკულ შედეგებს.

ყველა მაჩვენებელი, რომელთა მიხედვითაც შედგება რეიტინგი, შვიდ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული: ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინოვაციების ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ცოდნისა  და ტექნოლოგიების სფეროში მიღწევები, ბიზნესის განვითარების დონე და შემოქმედებითი საქმიანობის მიღწევები.

ყველა ახალი ამბავი
0