მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკოსისტემის ინოვაციურ პროექტზე 40 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

© Ministry of Agriculture of Georgiaსაგაზაფხულო სამუშაოები
საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის დახმარებით საქართველოს სოფლის მეურნეობაში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვას გეგმავს.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის 40 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს, რაც საქართველოს მთავრობას მომავალზე ფოკუსირებული კონკურენტული და ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობაში დაეხმარება, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

GENIE პროექტის ძირითადი ამოცანაა ფირმებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა, ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა. პროექტის განხორცილებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

შეხვედრა მსოფლიო ბანკის მისიასთან ფინანსთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიას ამუშავებს

სააგენტო ციფრულ ეკონომიკაზე დაფუძნებული საწარმოების შექმნით, ნოვატორების გამოვლენით, სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელებით არის დაინტერესებული.

„პროექტი გააფართოებს იმ ადამიანების და ფირმების ჩართულობას გლობალური ინოვაციის და ცოდნის ეკონომიკაში, რომლებიც აქამდე მოწყვეტილი იყვნენ ამ შესაძლებლობას, განსაკუთრებით სოფლად.

GENIE შექმნის კეთილდღეობის პერსპექტივას ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე დაყრდნობით“, — განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0