მსოფლიო ბანკი საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიას ამუშავებს

შეხვედრა მსოფლიო ბანკის მისიასთან ფინანსთა სამინისტროში
შეხვედრა მსოფლიო ბანკის მისიასთან ფინანსთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, მსოფლიო ბანკთან ერთად განიხილოს ყველა ის წინადადება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ, ენერგოდამოუკიდებლობისა და სატრანზიტო ფუნქციის გაზრდას.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას ამუშავებს. მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ბანკის წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს, — იუწყება ფინანსთა სამინისტრო. 

მსოფლიო ბანკის მხრიდან მისიას ენერგეტიკისა და წიაღისეულის მომპოვებელი Global Practice-ს მენეჯერი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რანჯიტ ლამეში ხელმძღვანელობს. 

თბოელექტროსადგური გარდაბანში - Sputnik საქართველო
სამი წლის მანძილზე საქართველოს ენერგეტიკის სფეროში 500 მილიონი დოლარია ჩადებული

ხადურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა, მსოფლიო ბანკთან ერთად განიხილოს ყველა ის წინადადება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ, ენერგოდამოუკიდებლობისა და სატრანზიტო ფუნქციის გაზრდას. 


ყველა ახალი ამბავი
0