ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პოპულიზმში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" დროშები
ქართული ოცნების დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის დეკემბერში მმართველმა პარტიამ, ოპოზიციის აზრის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის რეგიონებში საარჩევნო ოლქებისა და ოლქების რაოდენობის გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“, მაჟორიტარული ოლქების არასწორი გადანაწილების გამო, არალოგიკურობასა და პოპულიზმში ადანაშაულებს.

კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არასამართლიანია რაიონების გაერთიანება ერთ საარჩევნო ოლქში, რის გამოც პატარა რაიონების წარმომადგენლებს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის უფლება დაეკარგათ. ეს გადაწყვეტილება მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, 2015 წლის დეკემბერში მიიღო.

„ერთადერთი გზა, რომ ამ სისტემით არ ჩატარებულიყო არჩევნები, ასეთი აჯღაბუჯღა ოლქები არ შექმნილიყო, როგორც ახლა „ქართულმა ოცნებამ“, პირადად გიორგი კვირიკაშვილმა შექმნა, იყო პროპორციული არჩევნები“, — განაცხადა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ მაჭავარიანმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად

ამასთან, ამჟამად ოპოზიციური, მანამდე კი კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა კვირიკაშვილის განცხადებას პოპულიზმი უწოდეს.

„პრემიერის განცხადებები არის პოპულიზმი. ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“. ჩვენი პოზიცია იყო რეგიონულ — პროპორციული სისტემა, რომელიც სწორედაც რომ წარმოადგენდა რეგიონებს“, — აღნიშნა პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

შესწორებები ოლქების დაყოფის შესახებ ტექნიკური ხასიათის იყო. მისი განხორციელება იმისთვის იყო აუცილებელი, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსულიყო. სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომელიც ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების განაწილების პრინციპს ეხება, რაც მუნიციპალიტეტების რაოდენობიდან გამომდინარეობს და გათვალისწინებული არ არის იქ ამომრჩევლის რაოდენობა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
სასამართლომ საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლაზე უარი თქვა

უმრავლესობის დეპუტატები ოლქების ამგვარ განაწილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს ადანაშაულებენ.

„ვენეციის კომისია მიუთითებდა, რომ შეიძლებოდა დაშვება გამონაკლისების მთის რეგიონებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ეს ბოლო ნაწილი უგულებელყო და დაგვავალა, რომ გამოთანაბრება მომხდარიყო“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. სულ საქართველოში 73 საარჩევნო ოლქია, აქედან 22 თბილისშია, ხოლო 51 — რეგიონებში. ადრე მოქმედი სისტემით რეგიონებზე 63 ოლქი მოდიოდა.

ყველა ახალი ამბავი
0