პოლიციელებს ბურჭულაძის პარტიის წევრი ქურდში აერიათ

გამოწერა
დაკითხვის შემდეგ გოგონა გაუშვეს.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. პოლიციელებმა შეცდომით დაკითხეს პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისათვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი თეონა დვალი, რომელიც აერიათ დამნაშავეში, რომელმაც თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან ნივთები მოიპარა.

დვალი გუშინ, საღამოს იმ დროს გააჩერეს, როდესაც ის პარტიის ცენტრალური ოფისიდან გამოდიოდა და ვითარების გარკვევამდე პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს. ეს იმით ახსნეს, რომ ის ძალიან ჰგავს ქალს, რომელიც სათვალთვალო კამერამ ქურდობის დროს დააფიქსირა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურში.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ბურჭულაძის პარტია ხელისუფლებას ცილისწამებაში სდებს ბრალს

თავდაპირველად დვალი პოლიციის განყოფილებაში მისვლაზე უარს აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით გამოცხადდა იქ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მას ქურდობასთან კავშირი არა აქვს, ის გამოუშვეს.

დაკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განუცხადეს „ნოვოსტი-გრუზიას“ პოლიტიკურ გაერთიანებაში. პარტიაში ირწმუნებიან, რომ პოლიციელების მხრიდან უამრავ დარღვევას ჰქონდა ადგილი.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ელისო კილაძე პაატა ბურჭულაძეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ადანაშაულებს

„პოლიციელი არ განმარტავს, არ ასახელებს ვინაობას, არ ამბობს, რასთან დაკავშირებით გააჩერეს ის. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს, თუმცა რა ეჭვები, არ ამბობს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ბურჭულაძის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერმა.

რაც შეეხება მაღაზიიდან ნივთების მოპარვას, შსს-ს ინფორმაციით, ეს 18 აგვისტოს მოხდა. გამოძიების მონაცემებით, მომხდარის შესახებ პოლიციას მაღაზიის მენეჯერმა აცნობა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ქურდობა“, რაც ისჯება ჯარიმით ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0