ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტანილი ენმ-ს აქტივისტები დააკავეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლები ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები ალექსი ადამია და მიხეილ მუხავა დღეს ფოთში დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით სენაკში გადაიყვანეს. 

ადამია საკუთარ სახლში დააკავეს, ხოლო მუხავა მაშინ, როცა ის სავარჯიშოდ მიდიოდა სპორტდარბაზში. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, რომელიც ამავე დროს არის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ენმ-ს მხრიდან, პოლიციას დაკავების ოქმები არ გაუფორმებია, რაც კანონის უხეში დარღვევაა. 

„ბიჭები დააკავეს, თითქოს ისინი თავად ნებაყოფილობით მოითხოვდნენ ნარკოლოგიურ შემოწმებას. მე მათი ადვოკატი ვარ. პოლიციამ არ მომცა უფლება მათ შევხვედროდი. ისინი სენაკში უნდა შეემოწმებინათ. მე იქ ჩავედი. ისინი ამბობენ რომ არ სურდათ ნებაყოფილობით ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ მათი დაკავების ოქმის გაფორმება“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ბექა ბასილაიას. 

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: გულგრილობა და ოცნებები

ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატი მომხდარს აქტივისტების პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებს და სპეცსამსახურების მხრიდან მათზე ზეწოლაზე საუბრობს. 

„ეს კეთდება წინასაარჩევნო პერიოდში იმისათვის, რომ ჩემი მომხრეები დააბნიონ. ეს კეთდება პოლიტიკური გავლენისათვის. ყოველთვის როცა გადავადგილდებით, თვალყურს გვადევნებს უსაფრთხოების სამსახური“, — დასძინა ბასილაიამ. 

ენმ-ს მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
რუსთავში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს დაესხნენ თავს

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადამია და მუხავა სენაკში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით სსკ-ს 45-ე მუხლის შესაბამისად გადაიყვანეს (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა ან შენახვა, ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. 

აღნიშნული კანონდარღვევა ისჯება ჯარიმით 500 ლარამდე ან 15 დღიანი პატიმრობით. 


ყველა ახალი ამბავი
0