ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატი საქმის დეტალებზე ალაპარაკდა

CC BY-SA 2.0 / Michael Coghlan / Prison Barsსაგამოძიებო იზოლატორი
საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ბექა ბექაურმა აღიარა, რომ გეგმავდა ტერაქტს, მაგრა არა საგურამოში, როგორც ამტკიცებს გამოძიება, არამედ „ოკუპირებული ტერიტორიის“ მახლობლად.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის გაზსადენზე აფეთქების მომზადებაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბექა ბექაურმა აღიარა, რომ ამზადებდა ტერაქტს, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, განაცხადა მისმა ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

ბექაური ერთ-ერთია იმ შვიდი ბრალდებულიდან, რომელნიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა. გამოძიების ვერსიით, ჯგუფი აპირებდა გაზსადენის ღია მონაკვეთი აეფეთქებინა საგურამოს ტერიტორიაზე.  

„ის აღიარებს, რომ აპირებდა ტერორისტულ აქტს არა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მიზეზი არის ის, რომ ის რუსებს ვერ იტანს. ამ საქმეში სხვა პირი არ ფიგურირებს. ბექა ბექაური ამბობს, რომ მე თვითონ მოვაგროვე ეს იარაღიო და სხვა არავინ ფიგურირებსო. ის ჯარისკაცი იყო და ამბობს, რომ არ გაუჭირდებოდა იარაღის შეგროვება,“ — აცხადებს ადვოკატი მაია ჭრელაშვილი.

სასამართლო - Sputnik საქართველო
ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულები საპატიმროში გადაიყვანეს

ადვოკატის თქმით, ბექაური სამი წლის მანძილზე აგროვებდა იარაღს, რაც მისთვის, როგორც სამხედრო მოსამსახურისათვის რთული არ იყო. გარდა ამისა ჭრელაშვილმა უარყო მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ბრალდებული ვაჰაბიტებთან არის დაკავშირებული. 

Associated Press-ის სტატია გაზსადენის აფეთქების მცდელობაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ტერაქტის მცდელობით უცხოური მასმედია დაინტერესდა

„მან თქვა, რომ ამ საქმეში არავინ არ არის გარეული, არანაირი მუსულმანური დაჯგუფება. ის ყველაფერს თავად აკეთებდა“, — თქვა ჭრელაშვილმა. 

დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, მაგრამ ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა, ამჟამად პროკურატურა სწავლობს მისი დაკავებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს.  პროკურატურა ასევე აწარმოებს გამოძიებას დაკავებულთა ქვეყნის გარე ძალებთან შესაძლო კავშირზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0