ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულები საპატიმროში გადაიყვანეს

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეზე წინასწარი მოსმენა 10 ოქტომბერს გაიმართება. ამჟამად წინასწარ პატიმრობაში შვიდი ადამიანია.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეზე დაკავებულ შვიდ ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელერადიოკომპანია „პალიტრა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. დაკავებულები აპირებდნენ გაზსადენის აფეთქებას, რომლითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან სომხეთს მიეწოდება. გამოძიების მონაცემებით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულმა ერთმა პირმა დანაშაული აღიარა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბექა ბექაურს, ვლადიმერ რუხაძეს, მინდია ვაშაყმაძეს, ჯაბა მელქაძეს, ნური ჭკადუას, ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილს.

საქმეზე პირველი მოსმენა 10 ოქტომბერს გაიმართება.

ბრალდებულთაგან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს არ ესწრებოდა მხოლოდ ბექაური. უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, მან დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და სხეულის დაზიანებები მიიღო. ბექაურმა საკუთარი ბრალი უკვე აღიარა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა სპეცსამსახურებს ტერაქტის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ვლადიმერ რუხაძემ შიმშილობა დაიწყო, რომელიც ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანამდე გაგრძელდება.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას აპირებდნენ სოფელ საგურამოსთან. ამ მიზნის განსახორციელებლად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 20 აგვისტოს გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

როგორც გამოძიება აცხადებს, ჯგუფის წევრებმა სამალავიდან ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. „ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი.

ყველა ახალი ამბავი
0