პრემიერმა სპეცსამსახურებს ტერაქტის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა

გამოწერა
საქართველოში რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორისტული აქტის მცდელობის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსეთი–სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობისთვის შვიდი ადამიანია დაკავებული. ამ გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დროული და ეფექტური ღონისძიებების ჩატარება", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სააკაშვილს გაზსადენის აფეთქების მომზადების კოორდინირება შეეძლო

ამასთან მთავრობის მეთაურმა გამოძიების დასრულებამდე კომენტარებისგან თავი შეიკავა.

„ერთი შეიძლება ითქვას: ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას აპირებდნენ სოფელ საგურამოსთან. ამ მიზნის განსახორციელებლად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 20 აგვისტოს გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

დაპატიმრებული - Sputnik საქართველო
უსაფრთხოების სამსახური: ტერორიზმში ეჭვმიტანილი უკრაინაში ხშირად ჩადიოდა

როგორც გამოძიება აცხადებს, ჯგუფის წევრებმა სამალავიდან ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. „ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი.

ეს არსენალი ბოროტმოქმედებმა მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ამის შემდეგ გამომძიებლებმა დაათვალიერეს სამალავი, საიდანაც დამატებით ამოღებულია 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0