საქართველოში ტერაქტის მცდელობით უცხოური მასმედია დაინტერესდა

© Sputnik/ Levan AvlabreliAssociated Press-ის სტატია გაზსადენის აფეთქების მცდელობაზე
Associated Press-ის სტატია გაზსადენის აფეთქების მცდელობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა გაზსადენის აფეთქება, რომლითაც რუსული გაზი სომხეთს მიეწოდება.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ახალი ამბების სააგენტო Associated Press-მა და გაზეთმა The Washington Post-მა უყურადღებოდ არ დატოვეს ინფორმაცია საქართველოში შვიდი ადამიანის დაკავების შესახებ ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა გაზსადენის აფეთქება, რომლითაც რუსული გაზი სომხეთს მიეწოდება. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად სტუმრობდა უკრაინას. ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულები საპატიმროში გადაიყვანეს

Associated Press-ის ინფორმაციით, უქმეებზე დაზვერვის ოფიცრებმა ტყეში ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.

Associated Press-ზე დაყრდნობით ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ყოველდღიური ამერიკული გაზეთი The Washington Post.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას აპირებდნენ სოფელ საგურამოსთან. ამ მიზნის განსახორციელებლად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 20 აგვისტოს გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა სპეცსამსახურებს ტერაქტის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა

როგორც გამოძიება აცხადებს, ჯგუფის წევრებმა სამალავიდან ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. „ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი. ამის შემდეგ ისინი დააკავეს.

საქმემ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქვეყნის მმართველი წრეები ენდობიან გამოძიებას და გაწეული მუშაობისთვის სპეცსამსახურებს მადლობას უხდიან.

ოპოზიცია, თავის მხრივ, სამხილების ნაკლებობაზე საუბრობს და მომხდარის ოფიციალური ვერსიის მიმართ ეჭვს გამოთქვამს.

ყველა ახალი ამბავი
0