ქართული ფილმი „მექელეხე“ ესპანურ კინოფესტივალზეა წარდგენილი

გამოწერა
2015 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი ესპანური კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. თორნიკე ბზიავას ფილმი "მექელეხე" საერთაშორისო კინოფესტივალზე La Cabina მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ეროვნული კინოცენტრი იტყობინება, ფესტივალი ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში 3-13 ნოემბერს ჩატარდება.

"მექელეხე" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა.

ფილმი ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც "ქელეხების" შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს.

მოირა - Sputnik საქართველო
თუთბერიძის "მოირა" აზიური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

თორნიკე ბზიავას ფილმი "მექელეხე" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო "პრომეთე" გადასცეს.

ფილმი წელს კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარდგენილი.

სხვისი სახლი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმმა კარლოვი ვარში გრან-პრი აიღო

La Cabina — ეს 30-დან 60 წუთამდე ხანგრძლივობის სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია. მისი მიზანია თანამედროვე ინოვაციური ფილმებისათვის ასპარეზის შექმნა. 

ფესტივალზე დაწესებულია პრიზები საუკეთესო ქალისა და მამაკაცის სამსახიობო შესრულებისათვის, საუკეთესო რეჟისურისათვის, სცენარისათვის, ფილმისათვის, კინომუსიკისათვის, ასევე მაყურებელთა სიმპატიის პრიზი. ფესტივალის ყველა ლაურეატი 600 ევროიან ფესტივალის პრიზს მიიღებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0