თუთბერიძის "მოირა" აზიური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

© kinopoisk.ru"მოირა"
მოირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში „მოირას“ პრემიერა 2015 წლის ზაფხულში, სოფელ დიცში, პროექტ „საზაფხულო სკოლის“ ფარგლებში ჩატარდა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის ფილმი „ მოირა“ აზიური ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 26 ოქტომბრიდან 2 მოემბრის ჩათვლით ლოს-ანჯელესში გაიმართა, საუკეთესო ფილმად დასახელდა, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

კინოფირი - Sputnik საქართველო
საქართველოდან "ოსკარზე" ლევან თუთბერიძის "მოირაა" წარდგენილი

აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალი (Asian World Film Festival)  კინემატოგრაფიის კავშირის წარმომადგენლების, საზოგადო მოღვაწეებისა და ყირგიზი კინორეჟისორის სადიკ შერ-ნიაზის მიერაა დაფუძნებული. წელს ფესტივალზე 30 ფილმი იღბდა მონაწილეობას, რომელთაგანაც 17 „ოსკარზე“ ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური ფილმი“ იყო წარდგენილი.  

საუკეთესო ფილმისთვის ჯილდო „მოირას“ რეჟისორს ლევან თუთბერძიეს ლოს-ანჯელესში გადასცეს.

2015 წლის სექტემბერში, თუთბერიძის ფილმი სან-სებასტიანის კინოფესტივალზე პრიზით დაჯილდოვდა.

ირანი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი ირანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ამასგარდა, "მოირამ" კინოაკადემის წევრებისთვის დამატებითი ჩვენების უფლებაც მოიპოვა, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

 „მოირას“ პრემიერა საქართველოში 2015 წლის ზაფხულში, სოფელ დიცში, პროექტ „საზაფხულო სკოლის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსწავლეებისათვის ჩატარდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0