ქართველი კინორეჟისორის ფილმი სან-სებასტიანის ფესტივალზე მოხვდა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში მთავარი პრიზის „ოქროს ნიჟარისთვის“ ლევან თუთბერიძის ფილმთან ერთად, წარდგენილია კანადელი რეჟისორის „დემონები“, ინგლისელი ბენ უიტლის „სიმაღლე“, ლუქსემბურგელი ლიუსილ ჰაჯიჰალილოვიჩის „ევოლუცია“ და სხვა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სან-სებასტიანის 63-ე კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი წარადგენს. კინოფესტივალი 2015 წლის 18-26 სექტემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი.

ფილმი „მოირა“ კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

 „მოირა“ — ეს არის ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის დრამატული ისტორია. მას შემდეგ, რაც მამუკა საპატიმროდან გამოვა, ცდილობს, ოჯახი სიღატაკისგან იხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს, მამა კი ინვალიდის ეტლში ზის. ხოლო მამუკას უმუშევარი ძმა ადგილობრივი კრიმინალის ყურადღებას იპყრობს. მამუკა გადაწყვეტს, კრედიტით პატარა სათევზაო ნავი შეიძნოს. მაგრამ ბედი ხშირად ბრმა და დაუნდობელია.

 „ფილმის პრემიერა რამდენიმე დღის წინ სასაზღვრო სოფელ დიცში გაიმართა. ჩვენება პროექტ „საზაფხულო კინოსკოლის“ ფარგლებში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის შედგა“, — აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში. 

 „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში მთავარი პრიზის „ოქროს ნიჟარისთვის“ ლევან თუთბერიძის ფილმთან ერთად, წარდგენილია კანადელი რეჟისორის „დემონები“, ინგლისელი ბენ უიტლის „სიმაღლე“, ლუქსემბურგელი ლიუსილ ჰაჯიჰალილოვიჩის „ევოლუცია“ და სხვა.

კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ასევე წარდგენილია სხვადასხვა ქვეყნების: ესპანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ისლანდიის, დანიის, ხორვატიის, არგენტინის, ურუგვაის, დომინიკელთა რესპუბლიკისა და იაპონიის ფილმები. 

კინფესტივალის ფარგლებში ნომინაციებში — საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, საუკეთესო მსახიობი ქალი და საუკეთესო რეჟისორი დაწესებულია პრიზი „ვერცხლის ნიჟარა“. გარდა ამისა, ფესტივალზე ყოველწლიურად კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოს „დონოსტიას“ გადაცემა მოხდება (DonostiaLifetimeAchievementAward).

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული მოვლენაა. ის 1953 წლიდან ესპანეთის პროვინცია გიპისკოაში ტარდება.

სხვადასხვა წლებში კინოფესტივალზე დაჯილდოვდნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან ფრენსის ფორდ კოპოლა და ტერენს მალიკი. 1976-1979 წლებში ფესტივალზე სამჯერ გაიმარჯვა საბჭოთა ფილმებმა — „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ (1976), „დაუმთავრებელი პიესა მექანიკური პიანინოსათვის“ (1977) და „შემოდგომის მარათონი“ (1979).


ყველა ახალი ამბავი
0