საქართველოში С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა საფრთხის ქვეშაა

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიანალიზების ლაბორატორია
ანალიზების ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ინფექციური საავადმყოფოს შენობის მშენებლობის დასრულებამდე კომპანია „ავერსი" დათმობებზე წავა და პაციენტთა მიღებას ნორმალურ პირობებში ხელს არ შეუშლის .

თბილისი, 17 აგვისტო— Sputnik. თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს აუტანელ პირობებში უხდებათ მუშაობა, რაც საფრთხის ქვეს აყენებს С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შესრულებას, განაცხადა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დირექტორმა ვახტანგ ქერიშვილმა.

ოთხშაბათს საავადმყოფოს მედპერსონალმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ჩაატარა. 

„ჩვენი ცენტრი ემსახურება ნახევარზე მეტ С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მყოფ პაციენტს. და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი კორპუსი, С ჰეპატიტის კორპუსი“,- განაცხადა ქერიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველო С ჰეპატიტის სამკურნალოდ 15 მლრდ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს მიიღებს

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია რამოდენიმე წლის წინ კომპანია „ავერსმა“ შეიძინა, რომელიც თანამშრომლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უკრძალავს. ამის გამო ისინი ახალ აპარატურას ვერ ამონტაჟებენ.

„ავერსი-ფარმა“ გეგმაზომიერად ახორციელებს ჟანგბადის გადაკეტვის პოლიტიკას, რათა გაუსაძლისი გახდეს ჩვენი აქ ყოფნა. მაგალითად, შენობაში სახურავი ჩამოინგრა და მისი შეკეთების საშუალებას არ გვაძლევენ…გაიჭედა საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასები გამოდიოდა და მისი გაწმენდვის ნებართვა არ მოგვცეს“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა

„ვადასტურებ, რომ იქ უმძიმესი ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. პრაქტიკულად ბოლო წელიწადნახევარი „ავერსთან“ მოლაპარაკებებზეა დახარჯული, იმის თაობაზე, რომ  მათ საშუალება მოგვცენ სახელმწიფოს თანხებით იმავე ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობა ავაშენოთ“,- განაცხადა სერგეენკომ.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა მიაწოდა, თუმცა მედპერსონალს მისი გამოყენების საშუალება არ აქვს.

სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის თბილისში უკვე სხვა ტერიტორიაა გამოყოფილი.

„პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება“,- აღნიშნა მინისტრმა.

სერგეენკომ იმედი გამოთქვა, რომ ახალი შენობის მშენებლობის დასრულებამდე კომპანია „ავერსი“ დათმობებზე წავა და ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტების მიღებაში ხელს არ შეუშლის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0