ოპოზიციამ თბილისის მერისთვის ნაგავი შეაგროვა

"თავისუფალი დემოკრატების" საპროტესტო აქცია
თავისუფალი დემოკრატების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერიამ „საჩუქარი“ არ მიიღო, ამიტომ „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდულმა ფრთამ სწრაფი მიწოდების სერვისით სარგებლობა გადაწყვიტა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა გლდანის რაიონში, ე.წ. პატარა ტბის ტერიტორიაზე ნაგავი შეაგროვეს და მისი თბილისის მერის დავით ნარმანიასთვის ჩუქება გადაწყვიტეს, მაგრამ დედაქალაქის ადმინისტრაციამ „საჩუქარი“ არ მიიღო.

გორი - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილი vs ალასანია — თავდაცვის ექს-მინისტრები გორში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

ტბის ტერიტორიის გაწმენდის აქცია ირაკლი ალასანიას პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ჩაატარა.

ახალგაზრდებმა „საჩუქარი“ დანაგვიანებული ტერიტორიის ფოტოებთან ერთად ყუთში მოათავსეს, რათა მერისთვის მისი მოვალეობები შეეხსენებინათ, აღნიშნულია პარტიის „ფეისბუქის“ გვერდზე.

„ასეც ხდება, რომ როდესაც მერია და შესაბამისი სამსახურები არ მიდიან ნაგავსაყრელთან, ნაგავი მოდის მერიასთან. საჩუქარს პირადად თბილისის მერს სწრაფი მიწოდების სამსახურით გავუგზავნით“, — განაცხადა პარტიის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა.

გორის ციხე - Sputnik საქართველო
"თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო შტაბის უფროსი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა

„ეს ტერიტორია პერმანენტულად სუფთავდება. მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციის მოქმედება გამოწვეულია მოქალაქეების უკანონო ქმედებებით, რომლებიც, იმის ნაცვლად, რომ ნარჩენები ნაგავსაყრელზე გადაყარონ, ამ ტერიტორიაზე ყრიან და კანონს არღვევენ“, — განაცხადა კომპანია „თბილსერვისის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ნაგვის არასათანადო ადგილზე გადაყრისთვის ქართული კანონმდებლობა 50 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0