"თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო შტაბის უფროსი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovგორის ციხე
გორის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ცეცვაძემ „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების მიზეზები დაასახელა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. გორში ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა დავით ცეცვაძემ დატოვა ალასანიას პარტია და „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ შეუერთდა.

თავისი გადაწყვეტილება ცეცვაძემ თანაპარტიელებთან განსხვავებული შეხედულებებით ახსნა.

„როდესაც დავინახე, რომ ეს გუნდი თავისი იდეოლოგიით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუახლოვდა, ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი „თავისუფალ დემოკრატებში“ აღარ იყო. მე „ქართულ ოცნებას“ შევუერთდი“, — განაცხადა ცეცვაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ მეოთხე ყრილობაზე - Sputnik საქართველო
ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია

ალასანიამ ოთხშაბათს ოფიციალურად გააკეთა განცხადება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ. ის გორში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი იქნება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

2009 წლის ივლისში ირაკლი ალასანიამ დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა „თავისუფალ დემოკრატებს“. მანამდე ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი იყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში მიიღეს, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში და ქვეყნის მმართველი პარტია გახდა.

2014 წლის ნოემბრამდე ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. მისი უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების შემდეგ მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს. ალასანია გამოექომაგა თავის თნამშრომლებს და  ხელისუფლება გააკრიტიკა.

ასალანიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში გადავიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0